ბონისტიკა (ფრანგ. Bonistique), ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა. შეისწავლის ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულსა და ბონებს, რომლებიც ისტორიულ ობიექტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ: ასახავენ თანადროულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს (ომებს, პარტიათა ბრძოლას, ხელისუფალთა შეცვლას, მმართველი კლასების იდეოლოგიას და სხვ.).
ბონისტიკა XX ს-ის დასაწყისში წარმოიშვა და მჭიდროდ უკავშირდება ნუმიზმატიკას[1]. ქაღალდის ფულის ნიშნები, მონეტების მსგავსად, სახელმწიფო დოკუმენტებია. ბრუნვაში გამოშვებისას ემიტენტი (ემისიის განმახორციელებელი) მათში ერთგვარად თავის იდეოლოგიასაც გამოხატავს ემბლემების, დევიზების, ტექსტების, ბეჭდების, ნახატების, ორნამენტებისა და ა. შ. საშუალებით. მათი ძირითადი ელემენტებით ბონისტები განსაზღვრავენ გამოშვების ადგილსა და დროს, ბრუნვის ტერიტორიას, გამომშვებს. ამასთანავე მეცნიერები იკვლევენ ბონის, ე. წ. ძირითად ნიშნებს: ემბლემატიკას (ემბლემებს, გერბებს და სიმბოლურ ნიშნებს); პალეოგრაფიას (ტექსტებს, წერილობით ნიშნებს, ორთოგრაფიას); სფრაგისტიკას (ბეჭდებს, შტამპებს, ასევე პერფორაციასა და კონგრევებს ანუ ბონების სწორხაზოვანი ნახვრეტების რიგით გაჭრისა თუ ერთდროულად რამდენიმე ფერში ბეჭდვის მექანიზმს); ქრონოლოგია (თარიღებს); მეტროლოგიას (შეფარდებას მსხვილ კუპიურებსა და მის განაყოფებს შორის); ორნამენტალისტიკას (გრაფიკულ და ფერწერულ გაფორმებას); იკონოგრაფიას (პორტრეტულ გამოსახულებას); ჭვირნიშნებსა და მასალას, რაზედაც ფულის ნიშანია დამზადებული, ე. ი. მის საფუძველს; ფილატელისტიკას (მარკებს ფულად ნიშნებზე); ეპიგრაფიკას (გვიანდელი წარმოშობის დანაბეჭდებს).
1 comments:
Sands Casino Resort Spa | SanDiego.com
Sands Casino Resort Spa offers you a luxurious Las Vegas experience and one of the best hotel accommodations in the world. Enjoy a stay 샌즈카지노 at Sands
Post a Comment