გერბი (რუს. герб; პოლ. herb; გერმ. Erbe) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.
გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი — შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბები — თავადაზნაურული და ბურუაზიული გვარების. გერბი სპეციფიური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა შეისწავლის. გერბი გამოსახულია დროშაზე, მონეტებზე და სხვ. საქართველოში უძველესი დროიდან იქმნება ებლემები (ლომი, გველეშაპი, მთვარის ღვთაება — შემდეგში წმ. გიორგი, ჯვარი წრეში და სხვ.), რომლებმაც შემდეგ ჰერალდიკური მნიშვნელობა მიიღეს. XVI ს-ის საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი; ვახტანგ VI-ის დროშაზე (1711 წ.) გამოსახულია ბაგრატიონთა გერბის ემბლემები, დაკავშირებულია ბიბლიური მეფის დავითის ლეგენდასა და სვეტიცხოვლის თქმულებასთან; XVII—XVIII საუკუნეებისაა აღმოსავლეთი საქართველოს კათალიკოსთა საბეჭდავები სვეტიცხოვლის თქმულების ამსახველი ემბლემით. ვახუშტის ნაშრომში მოთავსებულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.
იულიუს კეისარი
Sunday, December 12, 2010
ბონისტიკა
ბონისტიკა (ფრანგ. Bonistique), ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა. შეისწავლის ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულსა და ბონებს, რომლებიც ისტორიულ ობიექტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ: ასახავენ თანადროულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს (ომებს, პარტიათა ბრძოლას, ხელისუფალთა შეცვლას, მმართველი კლასების იდეოლოგიას და სხვ.).
ბონისტიკა XX ს-ის დასაწყისში წარმოიშვა და მჭიდროდ უკავშირდება ნუმიზმატიკას[1]. ქაღალდის ფულის ნიშნები, მონეტების მსგავსად, სახელმწიფო დოკუმენტებია. ბრუნვაში გამოშვებისას ემიტენტი (ემისიის განმახორციელებელი) მათში ერთგვარად თავის იდეოლოგიასაც გამოხატავს ემბლემების, დევიზების, ტექსტების, ბეჭდების, ნახატების, ორნამენტებისა და ა. შ. საშუალებით. მათი ძირითადი ელემენტებით ბონისტები განსაზღვრავენ გამოშვების ადგილსა და დროს, ბრუნვის ტერიტორიას, გამომშვებს. ამასთანავე მეცნიერები იკვლევენ ბონის, ე. წ. ძირითად ნიშნებს: ემბლემატიკას (ემბლემებს, გერბებს და სიმბოლურ ნიშნებს); პალეოგრაფიას (ტექსტებს, წერილობით ნიშნებს, ორთოგრაფიას); სფრაგისტიკას (ბეჭდებს, შტამპებს, ასევე პერფორაციასა და კონგრევებს ანუ ბონების სწორხაზოვანი ნახვრეტების რიგით გაჭრისა თუ ერთდროულად რამდენიმე ფერში ბეჭდვის მექანიზმს); ქრონოლოგია (თარიღებს); მეტროლოგიას (შეფარდებას მსხვილ კუპიურებსა და მის განაყოფებს შორის); ორნამენტალისტიკას (გრაფიკულ და ფერწერულ გაფორმებას); იკონოგრაფიას (პორტრეტულ გამოსახულებას); ჭვირნიშნებსა და მასალას, რაზედაც ფულის ნიშანია დამზადებული, ე. ი. მის საფუძველს; ფილატელისტიკას (მარკებს ფულად ნიშნებზე); ეპიგრაფიკას (გვიანდელი წარმოშობის დანაბეჭდებს).

ნუმიზმატიკა
ნუმიზმატიკა (ლათ. Numisma - მონეტა) - ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა, რომელიც მონეტებს შეისწავლის. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერეული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან გამოიყენება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი XIV-XV სს.-ში, იტალიაში ჩაეყარა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
როგორც წესი, კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, თუმცა მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა. დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი: ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში. ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი იოსებ ეკელი (1737-1798).

არქეოლოგია
არქეოლოგია – (არქეო – /ბერძნ. archaios - ძველი/, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს მისი შემცველი სიტყვების კავშირს სიძველესთან. მაგ., არქოგრაფია, არქეოლოგია,არქეოპტერიქსი) – მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით.
არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.
ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს (იხ. ქვემოთ არქეოლოგიური დათარიღება). ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან.
არქეოლოგიური ძეგლები
არქეოლოგიური ძეგლები ეწოდება ადამიანის მიერ შექმნილ ნივთიერი კულტურის ძეგლებს, რომლებიც არქეოლოგიური კვლევების საგანს წარმოადგენენ. არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანის არსებობისა და მოქმედების კვალი ატყვია, მაგალითად, ნასახლარები, ნასოფლარები, ნაქალაქარები, სამარხები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მონეტები, სამკაულები და სხვ. არქეოლოგიური ძეგლები შესაძლოა მიწის ზემოთაც აღმოჩნდეს, მაგრამ უპირატესად ისინი მიწითაა დაფარული და მათ გამოსავლენად საჭიროა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. არსებობს ასევე წყალქვეშმოქცეული არქეოლოგიური ძეგლებიც.

Subscribe to:
Posts (Atom)